LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალდება უკვე წარედგინა

148
ბრალი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება ოფიციალურად უკვე წარედგინა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, 2020 წლის 8 აგვისტოს, საღამოს საათებში, ახალქალაქში, პირთა ჯგუფს შორის მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა.გ-მ მოკვლის განზრახვით, იარაღიდან გასროლით ვ.მ-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული ჭრილობის შედეგად ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ახალქალაქში 4 საცხოვრებელი სახლი და 1 სასტუმრო დაწვეს

ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავენ.

შეგახსენებთ, ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 წლის ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი. ადგილობრივების თქმით, ინციდენტში 50-მდე პირი მონაწილეობდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.