LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ზელანდია აცხადებს, რომ კორონავირუსი დაამარცხა

1055
222

ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა იასინდა არდერნმა მადლობა გადაუხადა ახალ ზელანდიელებს იმისთვის, რომ დამცავი ფარი შექმნეს და დაინფიცირების ჯაჭვი გაწყვიტეს. ბოლო 6 კვირის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურდა 1 349 დაინფიცირების შემთხვევა და აქედან მხოლოდ ხუთია გარდაცვლილი.

მთელი გასული კვირის განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობა სულ უფრო იკლება. ამ შედეგით კარანტინის მოხსნა უკვე შესაძლებელი იქნება. 

ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის მხოლოდ 29 შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლება მიმდინარე კვირაში კარანტინის შემსუბუქებაზე ფიქრობს.

ახალ ზელანდიაში პირველი დაინფიცირებული 26 თებერვალს დაფიქსირადა, თუმცა ქვეყანამ საზღვრები მხოლოდ 19 მარტს ჩაკეტა. კარანტინი კი ახალ ზელანდიაში 26 მარტს გამოცხადდა. ახალი ზელანდიის მეზობელ ქვეყანაში, ავსტრალიაში ასევე შეინიშნება ახალ დაინფიცირებულთა რაოდენობისა და გარდაცვლილთა რიცხვის კლება.

„ბოლო საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე მდგომმა ახალმა ზელანდიელებმა მოვახერხეთ დამცავი ფარის შექმნა“, – ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

„ჩვენ დაინფიცირების ჯაჭვი გავწყვიტეთ  და ეს ერთმანეთის გამო გავაკეთეთ. მადლობას გიხდით ამ ძალისხმევისთვის, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ეს მარათონი მოგვეგო“, – დასძინა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები