LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალი წლის დღეები გამორჩეული იქნება” – რომელი ეთერების საშუალებით გადაიცემა კონცერტები, თბილისის მერის მოადგილე საახალწლო სამზადისის შესახებ

217
BeFunky-collage (9)

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საახალწლო კონცერტს მოქალაქეები ვერ დაესწრებიან და მას სხვადასხვა ტელევიზიების პირდაპირი ეთერის საშუალებით ნახავენ. ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ისაუბრა.

მისი თქმით, კონცერტები არ იქნება ერთჯერადი და, ასევე, გაიმართება შობას და ძველით ახალ წელს.

“ახალი წლის დღეები გამორჩეული იქნება. რაც შეეხება საახალწლო კონცერტს, იქედან გამომდინარე, რომ წელს კულტურა ძალიან დაზარალდა, არტისტებისთვის რთულია რაიმე ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა.ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმებით, კონცერტების სერიას ვაფართოვებთ და 31-დან 14 იანვრის ჩათვლით მთელი ღონისძიებების ციკლი გვექნება.

491 ათას ლარიანი ბიუჯეტით, საახალწლო კონცერტი მაყურებლის გარეშე გაიმართება

31 დეკემბერს, ტრადიციულად, იქნება გალა კონცერტი. 7 იანვარს,  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერის მეშვეობით გადაიცემა საშობაო კონცერტი, ხოლო 14 იანვარს, „იმედის“ ეთერში იქნება ძველით ახალი წლის კონცერტი. დანარჩენი ღონისძიებების ეთერები ახლა იგეგმება. უკვე მომდევნო დღეებში გეცოდინებათ, რომელი ეთერების საშუალებით იქნება აღნიშნული ღონისძიებები გადაცემული.

ახალი წლის დღეებში მაქსიმალურად გავაკეთებთ ღონისძიებებს, რომ რაც შეიძლება მეტი არტისტი ჩავრთოთ და მივცეთ რეალიზების და დასაქმების საშუალება.”- განაცხადა “ფორტუნასთან” ანდრია ბასილაიამ.

ამასთან, თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ წელს დედაქალაქში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, ამ აქტივობებისთვის გამოყოფილი თანხა, დაახლოებით, 700 000 ლარი სოციალურად გაჭირვებული ოჯახების დახმარებას ხმარდება და ახლა საახალწლო ნობათის სახით რიგდება.

კახა კალაძე: “ბავშვების კისკისი არის ზუსტად ის, რისიც ეშინია პანდემიას, ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს, ჯანმრთელ მომავალს”

 

პოპულალურები