LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ვარცხნილობა, ბერეტი და ჯვარი ბრილიანტის თვლებით – მონაკოს პრინცესას ,,ლუქი” ეროვნულ დღესასწაულზე

787
monako20212

27 იანვარს მონაკოში ნაციონალური დღესასწაული აღინიშნება, რომელიც სამეფო ოჯახის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებით იწყება. წელსაც ღონისძიების საპატიო სტუმრები პრინცი ალბერი და პრინცესა შარლენი გახდნენ, რომლებმაც ამ დღის აღნიშვნა მონტე-კარლოს საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს.

მედიის ყურადღება მაშინვე მიიქცია შარლენის განუმეორებელმა ლუქმა. ცოტა ხნის წინ პრინცესამ ვარცხნილობა შეიცვალა და აკადემიურ სტილს პანკური ამჯობინა. ამჯერად კი ის შავი ფერის სამოსში იყო გამოწყობილი, მის ანსამბლს კი იასამნისფერი ბერეტი და მასიური, ბრილიანტის თვლებით გაფორმებული ჯვარი ამშვენებდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები