LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სერიალები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ ოქტომბერში

860
tv-series--2019

ნანატრი პრემიერებით დაწყებული, საყვარელი შოუების ხმაურიანი დაბრუნებით დასრულებული – fortuna.ge გთავაზობთ ოქტომბრის ცხრა ახალ სერიალს.

„ბეტვუმენი“ (Batwoman) – ბეტმენის კომიქსების მოტივებზე შექმნილი სუპერჰეროიკული სერიალის მთავარი პერსონაჟი გოტემის ყოფილი ჯარისკაცი კეიტ კეინია (რუბი როუზის შესრულებით), რომელსაც პოლკის დატოვება ლესბოსური კავშირის გამო მოუწია, თუმცა, საყვარლის გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა, ისევ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას აიძულებს.

„მისტერ რობოტი“ (Mr. Robot) – დრამა რემი მალეკის მონაწილეობით მეოთხე, დასკვნითი ნაწილით დაბრუნდა ტელეეკრანზე. ახალ სეზონზე, რომელმაც 13 ეპიზოდი გააერთიანა,  მთავარი პერსონაჟი საკუთარი დესტრუქციული მოქმედების მიზეზის დადგენას შეეცდება.

„გზა: მძიმე დანაშაული. ფილმი“ (El Camino: A Breaking Bad Movie) –  მართალია, ვინს გილიგანის კრიმინალური დრამა სრულმეტრაჟიანი ფილმია, მაგრამ ის მაინც საკულტო სერიალის გაგრძელებად ითვლება და ისევ ჯესი პინკმანის ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს.

„მოვალეობა/სირცხვილი“ (Giri/Haji) – კრიმინალური ტრილერის მოქმედება იაპონიასა და ინგლისში ვითარდება, რადგან ტოკიოელი დეტექტივი ძმის მკვლელობის საქმის გასახსნელად სწორედ ევროპაში მიემგზავრება.

„თანამედროვე სიყვარული“ (Modern Love) – შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პრემიერის – Amazon-ის ახალი პროექტის მთავარ პერსონაჟებს თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი, თუმცა ხშირად კამათობენ და არც ფსიქოთერაპევტთან ვიზიტზე ამბობენ უარს. მთავარი როლები სერიალში, რომლის მოქმედება ნიუ-იორკში ვითარდება, ენნ ჰეტეუეიმ, სოფია ბუტელამ ტინა ფეიმ და ენდრიუ სკოტმა შეასრულეს.

„მფარველები“ (Watchmen) – დეივ გიბონსის და ალან მურას კომიქსების სერიის მიხედვით შექმნილი ფანტასტიკური სერიალის მოქმედება ე.წ. ალტერნატიულ რეალობაში ვითარდება, სადაც სუპერგმირები უარყოფით პერსონაჟებად არიან წარმოდგენილი.

„ეკატერინე დიდი“ (Catherine the Great) – ისტორიულ მინი-სერიალში პოლიტიკასა და ძალაუფლებაზე, ძლევამოსილი მონარქი ჰელენ მირენმა განასახიერა. ფილმის შემქმნელმა ფილიპ მარტინმა, არა მხოლოდ რუსეთის იმპერიის ყველაზე გავლენიანი დედოფლის მმართველობის შესახებ, არამედ მის პირად ცხოვრებაზეც მოუთხრო მაყურებელს.

„ლაიმთაუნი“ (Limetown) – რებეკა ტომასის მისტიკურ ტრილერში მთავარი პერსონაჟი, ჟუნრალისტი ლია ჰედოკი (ჯესიკა ბილის შესრულებით), 326 ადამიანის გაუჩინარებას იძიებს ტენესის შტატის პატარა ქალაქიდან, სადაც კვლევითი ორგანიზაცია გასაიდუმლოებულ ექსპერიმენტს ატარებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები