LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია – მარინა ეზუგბაია

132
Capture

“8 ახალი ინფიცირებულიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, ორი კი ბოლნისს უკვაშირდება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი პაციენტებიდან ყველაზე უმცროსი 16 წლისაა.

მარიანა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული მძიმე პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

“ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 40 დადასტურებული და 1 საეჭვო პაციენტი წევს. სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებული პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ძალიან მცირე ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის. 8 ახალ შემთხვევაში ხანდაზმული არ არის, 1 არის 16 წლის. თუ კლინიკურად შევაფასებთ და არსებული რუტინული კვლევებით, არ სცილდება საშუალო სიმძიმეს მათი მდგომარეობა და ვნახოთ დღეს გაფართოებული კვლევებით, რას მივიღებთ”, – განაცხადა მარიან ეზუგბაია.

პოპულალურები