კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ მედიკამენტებს კიდევ ერთი ემატება – კვლევებით დადასტურდა, რომ პრეპარატი “მოლნუპირავირი” “დელტა” შტამის წინააღმდეგ ეფექტიანად მოქმედებს.

ინფორმაცია ამის შესახებ მარი მალაზონიამ საკუთარ გადაცემაში “პირადი ექიმი – მარი მალაზონია” გაავრცელა. მისი თქმით, მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია აღნიშნულს სტატისტიკურად გამყარებული კვლევებით ადასტურებს.

როგორც მალაზონია აღნიშნავს, სავარაუდოდ, ეს იქნება პირველი პრეპარატი, რომელიც მიიღებს უფლებას, აღმოჩნდეს აფთიაქების დახლებზე.

“მერკი”, ანუ მწარმოებელი კომპანია, თავის ოფიციალურ გვერდზე ადასტურებს მონაცემებს, რომელიც სტატისტიკურად გამყარებულია კვლევებით. 29 დღის შედეგის მიხედვით, დადასტურებულია, რომ თუ პაციენტები იღებდნენ “მოლნუპირავირს”, მათი გართულებების მაჩვენებელი იყო 7.4%, მაშინ როდესაც იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, ანუ პირები, რომლებიც “მოლნუპირავირს არ იღებდნენ”, 14.1% გახლდათ გართულებებისა და სიკვდილის მაჩვენებელი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ორჯერ ნაკლები იყო რისკი მოლნუპირავირის მოხმარების შემთხვევაში და ორჯერ აღმატებული – მისი არმოხმარების შემთხვევაში.

“მოლნუპირავირი” არ იქნება ერთადერთი პრეპარატი, თუმცა პროგნოზის მიხედვით, ის სავარაუდოდ, იქნება პირველი პრეპარატი, რომელიც მიიღებს უფლებას, აღმოჩნდეს აფთიაქების დახლებზე, მაგრამ ასევე მუშავდება და თითქმის დასრულების ფაზაშია  ის კვლევები, რომლებიც მიმდინარე წელს თავის შედეგს გამოიღებს, ეს ეხება “ფაიზერის” და “როშეს” პრეპარატებს.” – განაცხადა მალაზონიამ.

ვრცლად პერპარატების შესახებ, რომლებსაც პანდემიასთან ბრძოლაში გამოიყენებენ:

ახალი პრეპარატი კოვიდპაციენტებისთვის – ჯანმომ “რეგენერონით” მკურნალობის რეკომენდაცია გასცა

მძიმე კოვიდპაციენტების 93%-მა, საავადმყოფო მედიკამენტის მიღებიდან 5 დღეში დატოვა – ისრაელში დამზადებული კოვიდპრეპარატის წარმატება

იქნება თუ არა კოვიდ-19-ის სამკურნალო აბები ეფექტიანი – იაპონიაში პრეპარატის გამოცდა დაიწყო

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები