LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კორონავირუსის მოქმედების მთავარი მექანიზმი – იტალიელი მეცნიერის აღმოჩენა 

569
Capture

იტალიელი ფარმაკოლოგის, ანა-ლიზა კიუზოლოს თქმით, მან აღმოაჩინა ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც ახალი კორონავირუსი ადამიანის უჯრედებს უტევს. კიუზოლოს განმარტებით, ვირუსი აზიანებს ჰემოგლობინს, რაც საგრძნობლად ამცირებს სისხლის წითელი უჯრედების უნარს, მოახდინონ ჟანგბადის ტრანსპორტირება ორგანიზმში, შედეგად კი ფილტვები გამართულ მუშაობას ვეღარ ახერხებენ და ვითარდება მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (ARDS). აღნიშნულთან დაკავშირებით მეცნიერი The Jerusalem Post-ს ესაუბრა.

თუკი კიუზოლოს თეორია გამართლდა, ეს ახსნის ბევრ რამეს ვირუსთან დაკავშირებით, მათ შორის იმას, თუ რატომ ურთულდებათ ვირუსი უფრო ხშირად დიაბეტით დაავადებულ მამაკაცებს და რატომ ავადდებიან მისით უფრო ნაკლებად ბავშვები და ორსული ქალები. ბუნებრივია აღმოჩენას ექნება პრაქტიკული მნიშვნელობაც – მისი დახმარებით ბევრად გამარტივდება ეფექტური მედიკამენტების მოძიება ვირუსის წინააღმდეგ.

ანა-ლიზა კიუზოლოს თეორია იტალიის წამყვან გამოცემებში დაიბეჭდა, მათ შორის ისეთებში, როგორებიცაა  Dailies Il Tempo და Il Giornale. მისი განცხადებით,  SARS-CoV-2-ს გადასარჩენად და დიდი ამბათობით, გასამრავლებლადაც ესაჭიროება პორფირინები, პიგმენტები, რომლებითაც განსაკუთრებით მდიდარია ჰემოგლობინი.

როგორც წესი, მამაკაცებს უფრო მაღალი ჰემოგლობინი აქვთ, ორსულ ქალებს და ბავშვებს კი, რკინის დიდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, შედარებით დაბალი, ამიტომ ვირუსის სამიზნე ის ორგანიზმები ხდებიან, რომელთა მეშვეობითაც ვირუსს უკეთ “გამოკვება” შეუძლია.

იტალიელი ფარმაკოლოგის თეორია იმასაც ხსნის, თუ რატომ უვითარდებათ პნევმონია და სხვა სახის გართულებები უმეტესად ასაკოვან ადამიანებს და დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს – მათ სისხლში გლიკაციური ჰემოგლობინის მატება შეინიშნება.

კიუზოლოს თეორიას უკვე გაეცნენ სფეროს წამყვანი სპეციალისტები როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საერთო ჯამში მათი აზრით ეს საინტერესო თეორიაა, თუმცა მის დასამტკიცებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები