LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კლინიკა დედაქალაქში – რას გთავაზობთ თბილისის მედიცინის ინსტიტუტი

5532
7957adcaf308bc6

თბილისში ახალი კლინიკა გაიხსნა. თბილისის მედიცინის ინსტიტუტმა ფუნქციონირება დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო და ადგილზე უკვე 150-მდე ადამიანი დაასაქმა.

როგორც „ფორტუნას“ ახლადგახსნილ კლინიკაში განუცხადეს, თბილისის მედიცინის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა: კარდიოლოგია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია, ლაბორატორია და რადიოლოგია.

1.კარდიოლოგია: ამბულატორიული დიაგნოსტიკური კვლევები (ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, 24 საათიანი ჰოლტერ მონიტორინგი, დატვირთვის სტრეს ტესტი, ძილის კვლევა, კტ კორონაროგრაფია), სტაციონარული მომსახურეობა, ინტერვენციული კარდიოლოგია, არითმოლოგია, კარდიოქირურგია.

2.ნევროლოგია: ამბულატორიული და სტაციონარული  მომსახურეობა. მათ შორის – მწვავე ინსულტის მართვა, თრომბოლიზისი.

3.ენდოკრინოლოგია: ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურეობა.

4.რადიოლოგია: კომპიუტერული ტომოგრაფია (640 შრიანი Toshiba, Aquilion One), ულტრაბგერა, რენტგენი.

5.ლაბორატორია: აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე, ავტომატური აპარატურით. სისტემატიურად ხდება ლაბორატორიული ხარისხის კონტროლი. სრულდება ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ზოგადკლინიკური, სეროლოგიური კვლევები.

ჩვენი კლინიკა დაფუძნებულია მოქმედი ექიმების მიერ. შესაბამისად, შიდა მართვის სტრუქტურა, ხარისხის კონტროლი, საკადრო პოლიტიკა წარმოებულია მათ მიერ. მაქსიმალურად გათვალისწინებულია სამედიცინო პერსონალისათვის კომფორტული სამუშაო გარემო. ექიმების უმრავლესობას გააჩნია ევროპული, ან ამერიკული განათლებისა თუ გამოცდების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები“, – აცხადებენ თბილისის მედიცინის ინსტიტუტში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც კლინიკაში განმარტავენ, იგეგმება თბილისის მედიცინის ინსტიტუტში არსებული ყველა განყოფილებების ევროპული სერთიფიცირება, რაც თავისთავად მოიცავს შესაბამის ტექნიკურ-ინფრასტრუქტუტულ მოწყობასა და მედ-პერსონალის მიერ  ევროპული ასოციაციების  გამოცდების ჩაბარებას (რაც ძირითად მიმართულებებში უკვე შესრულებულია).

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის მისამართი:სულხან ცინცაძის 16. ტელ:2 900001

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები