LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ავტობუსები სხვადასხვა მიმართულებებზე გავიდნენ

262
75478417-493652917893305-4797213796567351296-n

კახი კალაძემ კიდევ ახალი 56 ავტობუსი დედაქალაქს 3 დეკემბერს წარუდგინა.  დღეს დილიდან კი, „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ექვს მარშრუტზე გავიდნენ. უფრო კონრეტულად:

  • N7-ზე – სოფელი დიღომი – მეტროსადგური „დიდუბე“.
  • N12-ზე – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“.
  • N19-ზე – ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა.
  • N57-ზე – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა.
  • N80-ზე – ორთაჭალის ქუჩა -ბარათაშვილის ქუჩა.
  • N122-ზე – მუჯირიშვილის ქუჩა – სადგურის მოედანი.

ასევე N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი – სადგურის მოედანი) ხვალიდან MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ., რომლებიც 12-მეტრიან ლურჯ MAN-ის ავტობუსებს შეცვლიან.

"თბილისის ტრანსპორტი ევროპაში ყველაზე მოწესრიგებული იქნება" - კალაძე ტრაბახს აპირებს

წინა მერიას მენეჯმენტი არ უვარგოდა - რეფორმით კმაყოფილი კალაძე პროეტის გაგრძელებას მომავალ წელსაც აპირებს.

თბილისის მერიის ცნობით, გამოთავისუფლებული ლურჯი ავტობუსები დიდი დიღმის ორ მარშრუტზე განაწილდება. ესენია:  N15 და N54, აღნიშნული ავტობუსები სადგურის მოედნამდე და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე გადაადგილდებიან.

უახლოეს დღეებში ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება: N13, N36, N48, N65, N68, N75, N77 და N110.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. ავტობუსების შემოსვლა თბილისში გაზაფხულიდან დაიწყო  და მწარმოებლის მიერ მათი მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

EBRD 6 ქალაქისთვის ავტობუსების შესაძენად €17 მილიონს გვაძლევს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები