LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში 2019 წელს შემოვიდნენ

79
Boeings-New-Planes-are-Fuel-Savers

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველის ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 489 823 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 18.24%-ით (384 131 მგზავრით), ხოლო 2017 წლის პირველ და მეორე კვარტალთან შედარებით 54.59%-ით (879 187 მგზავრით) არის გაზრდილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნახევარ წელიწადში 1 870 082 მგზავრს მოემსახურა, რაც 11.64%-ით (195 024 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

იანვარივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 247 391 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 30.01% ით (57 112 მგზავრით) მეტია 2018 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.

16 ივლისიდან სტამბოლში გადაფრენა კიდევ უფრო გამარტივდება

AtlasGlobal სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით იფრენს

2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.40%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 364 834 მგზავრი – 130 060 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 477 მგზავრს მოემსახურა, რაც 851 მგზავრით, შესაბამისად 32.41%-ით მეტია ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს 599 მგზავრი მიიღო, რაც 187 მგზავრით მეტია (45.38%) ვიდრე გასული წლის პირველ ნახევარში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

2019 წლის განვლილი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 1 422 რეისით მეტი განხორციელდა, ვიდრე გასული წლის პირველ და მეორე კვარტალში. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 12 096, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 10 726, ხოლო ჩარტერების 1 370. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 13.32%-ს შეადგენს.

უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 11 421.734 ტონა შეადგინა, რაც 216.55 ტონით, შესაბამისად, 1.93%-ით მეტია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, მეორე კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8.1%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია შიდა ფრენების რაოდენობის მატება, რომელიც EUROCONTROL-ის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. საქართველოს საჰაერო სივრცეში გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების რაოდენობა შემცირებულია 11%-ით, რაც პაკისტანი – ინდოეთის კონფლიქტის შედეგად, პაკისტანის საჰაერო სივრცის დახურვით და აზიიდან მომავალი საჰაერო მოძრაობის ნაკადების საქართველოს საჰაერო სივრცის გვერდის ავლით არის განპირობებული.

თბილისის აეროპორტში ახალი ავიაკომპანია შემოდის - ფრენები ხვალიდან იწყება

ფრენები 16 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე შესრულდება

2019 წლის განვლილ პერიოდში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემდეგი ავიაკომპანიები შემოვიდნენ: “AIR FRANCE”; “Air Malta”; „SmartLynx Airlines“ (ჩარტერული რეისები) და „Onurair” (ჩარტერული რეისები).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები