LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ახალგაზრდებს გვაიძულებენ ვიდგეთ აქ, ასე არ გამოვა, ასაკს დაუწიეთ…’’ – გირჩი ღარიბაშვილს ვიდეორგოლით პასუხობს

287
BeFunky-collage (2)

პოლიტიკური მოძრაობა გირჩი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ , საკომიტეტო მოსმენაზე წამოწეულ სავალდებულო სამხედრო მსახურების საკითხს, ვიდეორგოლით ეხმაურება.

ვიდეოში, რომელიც პარტიამ გაავრცელა და ფონად იტალიური წინააღმდეგობის ჰიმნად წოდებული სიღერა Bella Ciao გასდევს, საუაბრია იმაზე, რომ  ახალგაზდებს აიძულებენ დგომას პოლიციის, სასჯელაღსრულებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულების დაცვაში, მაგრამ არ უშვებენ საკანონმდებლო ორგანოში.

,,პოლიტიკოსები, რომლებიც ძიან აი, აქ, ახალგაზრდებს გვაიძულებენ ვიდგეთ აი, აქ, ერთი წელით იარაღის ხელში.რადგან ეშინიათ, რომ არ მივაღებინებთ ისეთ კანონებს, რომლითაც გვაიძულებენ ვიდგეთ, აი, აქ [პროკურატურის დაცვაში]; აი, აქ [პოლიციის დაცვაში]; აი, აქ [სუს-ის დაცვაში]… ნწ, ნწ, ეგრე არ გამოვა, ასაკს დაუწიეთ, საპარლამენტო ასაკს დაუწიეთ”, – ისმის ვიდეოში

https://www.facebook.com/GirchiParty/videos/363475157937867/

 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  საკომიტეტო მოსმენაზე ერთ-ერთ პირველ და მთავარ საზრუნავად დაასახელა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება.

როგორი იქნება ჯარის თემატიკის სწავლება – სამხედრო გაკვეთილი სკოლაში ბრუნდება?

ღარიბაშვილმა კატასტროფა და ტრაგედია უწოდა სავალდებულო სამხედრო გაწვევის სფეროში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ გირჩის საქმიანობა, ჯარისგან ახალგაზრდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები