LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა მამაკაცმა ძმასა და მეუღლეს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა – ბრალდებული დაკავებულია

117
a1552388039

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ძმასა და მეუღლეს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დაკავებულმა 13 აგვისტოს რუსთავში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ძმას და მეუღლეს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები