LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობას ცდილობდა, რასაც ოჯახის სხვა წევრი ხელს უშლიდა – მაჩაბელზე დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები

432
სროლა 3

დღეს მაჩაბლის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობას ცდილობდა ოჯახის სხვა წევრმა ხელის შეშლა სცადა, რა დროსაც შემთხვევითი გასროლით დაიჭრა ქალი.

მაჩაბელზე ორი ადამიანი დაჭრეს - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

გამოძიება ერთდროულად რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს

შეგახსენებთ, მაჩაბლის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სროლა იყო. მომხდარის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი ქალიც.

გამოძიება შსს-მ სამი მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 124-ე, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები