LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციაში ხანძარია – ევაკუირებულია მთელი შენობა [ვიდეო]

130
1565864648-saxxandzros-foto

ახალციხის სამხარეო მუნიციპალიტეტის შენობის სახურავი იწვის. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი შენობის გადახურვას მოედო.

ცეცხლის ლოკალიზებას ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შენობა მთლიანად ევაკუირებულია და დაშავებულები არ არიან.

 

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე