LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში 89 წლის ქალზე ოჯახის წევრებმა იძალადეს

63
ძალადობა ახალციხეში

ახალციხეში ოჯახში ძალადობის ფაქტი მოხდა – დაზარალებული 89 წლის ქალია. როგორც ის მედიასთან თავად ამბობს, მასზე რძალმა და ორმა შვილიშვილმა იძალადეს და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

ხანდაზმული ქალბატონი დროებით ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც პირველადი დახმარების შემდეგ გაწერეს. ექიმი ადასტურებს, რომ პაციენტს სახესა და სხეულზე დაზიანებები აქვს.

დაზარალებული დროებით ნათესავმა შეიფარა. ინციდენტის დროს რძალმა პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებმა დაშავებული ქალის შვილი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლის I პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები