LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ ფილმში თოჯინა „ბარბის“ როლს მარგო რობი შეასრულებს

margo

კინოკომპანია Warner Bros და თოჯინების მწარმოებელი კომპანია Mattel ადასტურებენ, რომ თოჯინა „ბარბის“ შესახებ ახალი ფილმის გადაღებები მალე დაიწყება. მთავარი კი ისაა, რომ კინოსურათში „ბარბის“ როლს მსახიობი მარგო რობი შეასრულებს. ასევე მარგო ფილმის თანაპროდიუსერის როლსაც შეითავსებს, კინოსურათზე დაკავებულია მსახიობის მეუღლე, ტომ აკერლიც.

ახალი ფილმის გადაღება თოჯინის გარშემო აგორებული სკანდალებისა და ბრალდებების საპასუხოდ გადაწყვიტეს. თოჯინის მწარმოებელ კომპანიას სილამაზის სტანდარტების რღვევასა და ქალთა დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ. ამის შემდეგ Mattel-მა პუტკუნა და ჰიჯაბიანი ბარბიც კი გამოუშვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები