LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკავებენ არასრულწლოვნებს, მერე ათავისუფლებენ, ეს არის წახალისება: ზვიად ციკოლია

133
BeFunky-collage (2)

“საბედნიეროდ ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს, განგაშის ხმამ დააფრთხო ეტყობა ისინი, სალაროში კი რაღაც 30 ლარი იყო”- ამის შესახებ ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, ზვიად ციკოლიამ მისი მაღაზიის გაქურდვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვიდეო: თბილისში ზვიად ციკოლიას მაღაზია გაქურდეს

“ტვ პირველთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველები ოპერატიულად მივიდნენ ადგილზე.

“სამწუხარო არის ის, რომ რომც დაიჭირონ ეს არასრულწლოვნები, კანონი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაც შედეგი დაიდოს. გულახდილად გეტყვით, საერთო ფონი დაძაბულია, მაგრამ რომ გითხრათ ჩემს ბიზნეს კონკრეტულად რამე პრობლემა ჰქონდა, ტყუილი იქნება, ჩვენ გადავრჩით, მაგრამ სხვა ბიზნესმა, სხვა ადამიანებმა რა დააშავეს, ვისზეც ყოველთვის ხდება ასეთი თავდასხმა.

ნებისმიერი კანონი უნდა იყოს ჩვენს რეალობას მორგებული… აკავებენ არასრულწლოვნებს, მერე შესაბამისი ინსტიტუტები ათავისუფლებენ, ეს არის ოფიციალურად წახალისება, არასრულწლოვნებს უბიძგო კრიმინალისკენ”-განაცხადა ზვიად ციკოლიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები