LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IT აკადემია „სტეპი“ გაზაფხულის ნაკადზე მიღებას აცხადებს

351
itacademia

IT აკადემია სტეპი გაზაფხულის ნაკადზე მიღებას აცხადებს და ამასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას აწვდის.

„იწყება აბიტურიენტების მორიგი შევსება სტეპერების ჩვენს დიდ ოჯახში. გვსურს ყველა დაინტერესებულ პირს შევახსენოთ, რომ ჩვენს IT აკადემია STEP-ში ისწავლება არა მხოლოდ სხვადასხვა ტექნოლოგიური პროფესიული მიმართულებები, არამედ – საბაზისოც, რომელთა დახმარებით თქვენ მიიღებთ არა ზედაპირულ, არასრულ ცოდნას, არამედ იმას, რაც სინამდვილეში არის ფუნდამენტური, პროფესიონალური, რაც საშუალებას მოგცემთ მიღებული უნარები ყველგან და ყველაფერში გამოიყენოთ, ყველაფერში, რაც ტექნოლოგიებს ეხება. საბაზისო ცოდნა ასევე საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად გახსნათ საკუთარი შინაგანი პოტენციალი, რომელიც შესაძლოა თქვენთვისაც დამალულია.

ჩვენი სტუდენტებთან მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანი, რომლებიც წააწყდნენ სირთულეებს პროგრამირების, ქსელური ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, დიზაინის და გრაფიკის სწავლის და კომპიუტერული პროგრამების როგორც ინსტრუმენტების ათვისების დროს, გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს, რომ ბევრი რამ მათთვის გაუგებარია, აქვთ დამახსოვრების პრობლემები და ა.შ. რის შემდეგაც მათ არა ერთხელ გასჩენიათ სურვილი მიეტოვებინათ სწავლების კურსი, ან გადასულიყვნენ რამე მარტივზე, მათთვის ხელმისაწვდომზე, მაგრამ როცა საკუთარ პრობლემებს ჩვენს გამოცდილ ლექტორებს და სპეციალისტებს, ასევე შედარებით გამოცდილ სტუდენტ-სტეპერებს უზიარებდნენ, მაშინვე იღებდნენ ყველანაირ მხარდაჭერას, ახსნა-განმარტებას, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე პროფესიონალური ხასიათის დახმარებას.

ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ თუ ჩვენთან ერთად ხართ, თქვენ შეიძენთ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მეგობრების და თანამოაზრეების მთელ არმიას ჩვენი ადმინისტრაციის, ჩვენი პროფესიონალების და არა მხოლოდ ჩვენი საქართველოს ფილიალის, არამედ მსოფლიოს 20 ქვეყანაში არსებული ყველა 82 ფილიალის სახით, რადგან ჩვენ  მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP ვართ“, – აცხადებენ IT აკადემიაში.

მათივე ინფორმაციით, STEP-ში სწავლების შემდეგ, თქვენ დასჭირდებით ყველას, სამუშაოს საპოვნელად დიდი დრო არ დაგჭირდებათ, თქვენი შესაძლებლობების საზღვრები მრავალი წლის განმავლობაში იქნება გახსნილი, რადგან თქვენ სახელი იქნება – #სტეპერი.

გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, რომელსაც დამსაქმებელი ეძებს, შემოგვიერთდით !

მისამართი: თბილისი, 34/34ბ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი. ტელეფონი: +995 (32) 215-55-51, +995 (32) 215-50-05

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები