LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკა სინჯიკაშვილი: „ყოველდღე ვიკრიბებით და ვაკეთებთ ქალაქის ისტორიაში პირველ შენობას, სადაც ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება საჭმელი და ტანსაცმელი…

1076
aka

აკა სინჯიკაშვილი იმ შენობის ფოტოს აქვეყნებს, სადაც მალე ადამიანების დახმარებისთვის სხვადასხვა ტიპის დახმარება იქნება ხელმისაწვდომი და წერს:

„გთხოვთ ყურადღებას!

ჩვენ ქართველი მოხალისეები ვართ!

ყოველდღე ვიკრიბებით და ვაკეთებთ ქალაქის ისტორიაში პირველ შენობას, სადაც ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება საჭმელი და ტანსაცმელი.

ყველაფერს ვცდილობთ, რომ 1-ელ ივნისს გაიხსნას და სამუდამოდ იარსებოს.

გვჭირდება თქვენი დახმარება, რომ ყველაფერი გვქონდეს იმისთვის, რომ ჩვენ სხვებს დავეხმაროთ.

ამ შენობაზე, უამრავი ადამიანის ბედია დამოკიდებული.

ვინც გვიცნობთ და ჩვენი ამბავი ძვირფასი გგონიათ, გაგვივრცელეთ ეს პოსტი და მოგვეხმარეთ, ვისაც რით შეგიძლიათ.

ეს წარწერა ნამდვილია, თბილისში იქნება ადგილი, სადაც უფასო იქნება საჭმელი და ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, წიგნები და მედიკამენტები: აკა სინჯიკაშვილი

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი

#GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი

#GE90TB7603845061100016

PayPal – [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili

მისამართს გახსნისთანავე გამოვაცხადებთ.

დიდი საქმეები შევძელით ერთად. ეს ყველაზე დიდი საქმეა.

თქვენი იმედი გვაქვს.

#სიკეთეგადამდებია“.

„მთაში 7 ობლად დარჩენილ ბავშვს სულ ყველაფერი ავუტანეთ, რაც სჭირდებოდათ…გავიღეთ მათი მამის დასაფლავების ხარჯები, გადავუხადეთ ყველა ვალი. მადლობა, ვინც მოგვეხმარეთ ატირებული ბავშვების გაცინებაში – აკა სინჯიკაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები