აირჩიე საქართველო, აირჩიე ბათუმი – ამ წარწერას ყველა ნახავს, ვინც კრაკოვის ტაურონის არენასთან ჩაივლის.

მეგობარი ქვეყანა ასე უერთდება კამპანიას “გაატარე ზაფხული საქართველოში”.

ფოტოებს კი კრაკოვიდან ამ კამპანიის ფარგლებში შექმნილ ჯგუფში ავრცელებენ.

 

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში ქართველებმა კამპანია დაიწყეს ჰეშთეგით – გაატარე ზაფხული საქართველოში (#spendyoursummeringeorgia)

ამ კამპანიით უამრავი ადამიანი პუტინის სანქციას, დაუპირისპირდა.

სანქცია 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის, ფრენების გაუქმებას ითვალისწინებს. სანქციის გამო, საქართველოში ტურისტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა რუსეთის მოქალაქეებისთვისაც კი, ყველა გამოკითხვით საქართველო მოგზაურობისთვის სასურველი ქვეყნების სიის სათავეებს არ ტოვებს.

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები