LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Airbnb-ზე ამიერიდან შეძლებთ კუნძულები და ციხე-სიმაგრეები იქირაოთ (ფოტოები)

240
st-barts-utopic-1561473951

თუ ოდესმე გაგჩენიათ სურვილი საფრანგეთში რომელიმე ციხე-სიმაგრეში დარჩენის, ან წყნარი ოკეანის ერთ-ერთი კუნძილის დაქირავების, ეს ოცნება შეგიძლიათ რეალობად აქციოთ.

Airbnb Luxe – ასე ჰქვია Airbnb-ს ახალ სერვის, რომელიც ესპლუატაციაში უკვე გაეშვა და რომელიც მომხმარებელს მდიდრული უძრავი ქონების დაქირავების შესაძლებლობას აძლევს.

როგორც უცხოური მედია იუწყება, Airbnb Luxe-ის მეშვეობით მომხმარებელს ციხე-სიმაგრეების, ვილებისა და კუნძულების ქირაობა შეუძლია.

თბილისმა Airbnb-ის მეშვეობით 23 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

2018 წელს გაქირავებაში 10 000-ზე მეტი ბინა იყო

აღსანიშნავია, რომ Airbnb Luxe ამ დროისთვის 2 ათასზე მეტ ობიექტს აერთიანებს, მათ შორისაა: საფრანგეთში მდებარე ციხე-სიმაგრეები, ისტორიული ვილები ტოსკანაში, მდიდრული სასახლეები ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში… ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Airbnb Luxe-ზე განთავსებული ობიექტების ნაწილი ჰოლივუდის ვარსკვლავების საკუთრებაა. შესაბამისად, მსგავსი უძრავი ქონების ქირაობა არც თუ ისე იაფი ჯდება – Airbnb Luxe განკუთვნილია იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც ღამეში სულ მცირე $ 1,000 გადახდას შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები