LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიკრძალოს „აზოვის” ჯარისკაცების გაცვლა – რუსეთის დუმის მოთხოვნა

127
Untitled design (6)

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებს სურთ, მარიუპოლის მცველი “აზოვის” ჯარისკაცების გაცვლა აიკრძალოს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოქმს დუმის თავდაცვის კომიტეტი მოამზადებს.

ამის შესახებ სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა:

“ნაცისტი კრიმინალების გაცვლა არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ”, – თქვა ვოლოდინმა და კომიტეტს საპროტოკოლო ბრძანების მომზადება დაავალა.

როგორც მედიასაშუალებები წერენ, ამ განცხადებას კომიტეტის წევრებისგან აპლოდისმენტები მოჰყვა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ Telegram არხზე გავრცელდა კადრები, თუ როგორ გამოდიან უკრაინელი სამხედროები “აზოვსტალის” ქარხნიდან და დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავთ. მათ რუსი სამხედროები ჩხრეკენ.

უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, სამხედროებს რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ, სადაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, მოგვიანებით კი ტყვეების გაცვლის პროგრამით, სამშობლოში დაბრუნდებიან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში