LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიღეთ საგუშაგო, დრო დილის 6 საათამდე გაქვთ – ოსური მხარის ულტიმატუმი საქართველოს

503
ოსები

ერგნეთში შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, ოსურმა მხარემ საქართველოს შემოუთვალა, რომ პარასკევის დილის 6 საათამდე სოფელ წნელისის მიმდებარედ განთავსებული საგუშაგო აიღოს.

ამ ინფორმაციას სააგენტო “რეს”- ი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ეგორ კოჩიევის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მისი განცხადებით, ოსურმა მხარემ ქართული მხარისგან მოითხოვა, „შეწყდეს პროვოკაცია საზღვარზე და გაიტანონ საგუშაგო სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიიდან“.

„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ შეწყვიტა და დატოვა შეხვედრა ამ საკითხის განხილვისას, ვინაიდან ქართული მხარე კონსტრუქციულ დიალოგზე არ წამოვიდა, შეხვედრის მონაწილეები დაიშალნენ ისე, რომ დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა არ დაუწყიათ“,- უთხრა სააგენტო „რეს“-ს ეგორ კოჩიევმა.

მისივე თქმით, „ოსურმა დელეგაციამ წამოაყენა პირობა, რომ ქართულმა მხარემ აიღოს საგუშაგო პარასკევის დილის 6 საათამდე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები