LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აი ასეთი გამყიდველები ჩაგრავდნენ ჩვენს ქვეყანას ყოველთვის” – ოთო ნემსაძე

9380
otoo

“შანსებიც გვაქვს და მაგარ ლაივსაც დავდებთ” – აცხადებს ევროვიზიის კონკურსში მონაწილე ქართველი მომღერალი ოთო ნემსაძე. ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებმა ხმა არა საქართველოს, არამედ კვიპროსს უნდა მისცეს. ევროვიზიის ქართველი მონაწილე კვიპროსის სახელით კონკურსში მონაწილე თამთა გოდუაძეს წარმატებებს უსურვებს, თუმცა განმარტავს, რომ კვიპროსის მსგავსად საქართველოსაც აქვს შანსი ფინალში მოხვედრის და შესაძლოა, უფრო დიდი შანსიც კი.

„აი ესეთი გამყიდველები ჩაგრავდნენ ჩვენს ქვეყანას ყოველთვის.

შანსებიც გვაქვს და მაგარ ლაივსაც დავდებთ

დარწმუნებული ვარ რომ ვერც ერთ ქართველ ემიგრანტს ვერ შეიყვანენ შეცდომაში.

აქ საქმე არ ეხება ოთო ნემსაძეს აქ საქმე საქართველოშია, ასე რომ ყველა ერთად დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას გვერდში.

წარმატებები თამთას!

ეს არის ის “ცუდი საქციელი” რაზეც ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე, მივმართავთ ჩვენს საყვარელ ემიგრანტებს! ნურავინ შეგიყვანთ შეცდომაში, საქართველოს აქვს ისეთივე შანსი ფინალში მოხვედრის როგორც კვიპროს და შეიძლება მეტიც კი!

ასე რომ ყველამ თავის ქვეყანას უგულშემატკივროს ! ქართველები ვგულშემატკივრობთ! საქართველოს!“ – წერს ოთო ნემსაძე.

ოთო ნემსაძის გაღიზიანება გიორგი მუზაშვილის მოწოდებებმა გამოიწვია, რომელიც წერს, რომ კვიპროსში მოღვაწე ქართველ მომღერალ თამთა გოდუაძეს ევროვიზიაზე გამარჯვების რეალური შანსი აქვს. ის ემიგრანტებს მოუწოდებდა, სწორედ გოდუაძისთვის მიეცათ ხმა.

“საქართველოში, საფრანგეთში, ისრაელში, ესპანეთში, მონტენეგროში, ფინეთში, პოლონეთში, სლოვენიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ბელარუსში, სერბეთში, ბელგიაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ესტონეთში, პორტუგალიაში, სან მარინოში და საბერძნეთში მცხოვრებო ქართველებო!

14 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე ევროვიზია 2019-ის პირველი ნახევარფინალია, სადაც ქართველი მომღერალი, Tamta გოდუაძე გამოდის პირველ ნომრად კვიპროსის სახელით. თამთა მოიაზრება კონკურსის ერთ-ერთ ფავორიტად და პოტენციურ გამარჯვებულადაც კი.

14-ში უყურეთ თქვენი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს და ხმა მიეცით კვიპროსს,” – წერდა ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები