LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა

53
thumb

წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, იანვარ-აგვისტოს საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.6%-ს შეადგენს.

„წინასწარი შეფასებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით მდგომარეობა მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ გარკვეულწილად გაუმჯობესდა. სახეზე გვაქვს ეკონომიკის 5.3%-იანი ვარდნა. შესაბამისად, პირველი 8 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.6%-ია“, – აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე ინფორმაციით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა, სამთომოპოვებითი მრეწველობის გარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები