“საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიას ჩაეჭიდა და შეიარაღებულ ბანდფორმირებებს დაპყრობილ ტერიტორიებზე თარეშის ნება მისცა,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ მორიგ განცხადებაშია ნათქვამი.

“ამ ყველაფრის შედეგად ათობით ათასი ეთნიკური ქართველი სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან თბილისსა და სხვა ქალაქებში გაიქცა. ათი წლის შემდეგაც ბევრი მათგანი საკუთარ სამშობლოში დევნილად რჩება. ამ ხალხის გასაჭირი დღემდე გრძელდება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მხარეები გამოსავალზე ვერც კი მსჯელობენ. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთმა ამ საკითხის განმხილველი სამუშაო ჯგუფი დატოვა,“ – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს არის ამერიკის საელჩოს უკვე მესამე განცხადება, რომელიც საქართველოში აგვისტოს ომის 10 წლისთავს ეძღვნება.

მსგავსი თემები