LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აგვისტო რთული თვე იქნება, სექტემბერი – უარესი” – ამაზონის ტყეებში ხანძრის აქტიური კერების რაოდენობა იზრდება

157
773x435-cmsv2-79b3647d-52ff-5a54-abf0-5593e7492fb3-4854898

ამაზონის ტყეებში ხანძრის აქტიური კერების რაოდენობა, გასული წლის თვეების მონაცემებთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა. ინფორმაციას “ევრონიუსი” ავრცელებს.

მათი ცნობით, ივლისის თვეში ტროპიკულ ტყეებში ცეცხლის კერების რიცხვმა 6803-ს მიაღწია. მხოლოდ 30 ივლისს, თანამგზავრებმა ამაზონში 1,007 ხანძარი დააფიქსირეს.

მაჩვენებელი მკვლევარებისთვის შემაშფოთებელია. მეცნიერების ნაწილი შიშობს, რომ ამაზონის ტყეებში შესაძლოა ვითარება გართულდეს და შარშანდელი კრიზისი განმეორდეს.

“ვხედავთ, რომ აგვისტო რთული თვე იქნება, ხოლო სექტემბერი – კიდევ უარესი”, – ამბობს ამაზონის გარემოსდაცვითი კვლევების ინსტიტუტის მეცნიერი.

ამაზონის ტყე, რომლის 60 პროცენტი ბრაზილიის ტერიტორიაზეა – მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა. მეცნიერები ამაზონს ბიომრავალფეროვნების ცენტრად მიიჩნევენ, იქ უამრავი უნიკალური მცენარე ხარობს და ცხოველი ბინადრობს.

ამაზონის ტყე მსოფლიოში გამოყოფილი ნახშირბადის ყველაზე დიდ რაოდენობას შთანთქავს. სწორედ ეს სათბურის აირებია კლიმატის ცვლილებების მთავარი გამომწვევი მიზეზი. ამიტომ, ამაზონის ტყის დაცვა და შენარჩუნება გლობალური დათბობის პრევენციისთვის გადამწყვეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები