აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა დღეს 23:30 საათიდან შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში, დღეს, 23:30 საათზე აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით, ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში. შეზღუდვა მიმდინარე წლის 13 იანვრამდე იმოქმედებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

მსგავსი თემები