სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის საპრომოციო ახალი ბანერი გამოჩნდა.

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება.

„შიდა ტურისტებს ქვეყნის მასშტაბით შესაძლებლობა მიეცემათ ეწვიონ ყველა იმ ტურისტულ ობიექტს, რომელიც აღჭურვილი და გადაწყობილი იქნება უსაფრთხოების ზომების შესაბამისად და დაცული იქნება ჯანდაცვის ახალი სტანდარტებით“,-აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

„მოხარული ვართ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც შიდა ტურიზმს გახსნის, ეს კი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედებისთვის. გვსურს მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, იმოგზაურონ საქართველოში, აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია – ულამაზესი ბუნება, გამორჩეული კუთხეები, დაცული ტერიტორიები, კულინარია თუ კულტურა. 15 ივნისიდან ვიმოგზაუროთ საქართველოში, ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს, რომ კვლავ შეძლონ თქვენი მასპინძლობა, რაც ბევრი ადამიანის დასაქმების და შემოსავლის წყარო იქნება“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ცნობისთვის, პირველი ივლისიდან საქართველოს საერთაშორისო მოგზაურებიც ესტუმრებიან.

ტეგები: ტურიზმი
სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05