LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრიკული სასტუმროები, სადაც ცხოველები პირდაპირ თქვენს ფანჯრებთან ბინადრობენ

560
africa

საჰარას უდაბნოში წასვლა საყვარელი ცხოველების სანახავად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და აფრიკის საზღვრებში არის რამდენიმე სასტუმრო, რომლებიც ნაციონალური პარკების ტერიტორიაზე ააშენეს და ველური ცხოველები იმაზე უფრო ახლოს არიან, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება.

არასდროს იცი თუ რას გადააწყდები სასტუმროს მისაღებში, თუ შენი ფანჯრების წინ – ლომს, ლეოპარდს, სპილოს თუ ჟირაფს.

ეს ის სასტუმროებია, რომლებსაც სიცოცხლში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

კენია – Mara Buffalo Camp

კენიის ნაციონალური ნაკრძალის სიახლოვეს განთავსებულ სასტუმროში სტუმრები ძირითადად ზებრებს აწყდებიან ხოლმე და თან, მათ სანახავად ოთახიდან გასვლა სულაც არაა საჭირო.

სამხრეთ აფრიკა – Royal Malewane

მდიდრულ სასტუმროში ყველაზე მოულოდნელ სტუმრებს უნდა ელოდოთ. ოთახებს გარედან აუზები აქვთ, რომლებიც მოწყურებულ სპილოებს იზიდავენ ხოლმე.

ზამბია – Mfuwe Lodge

კამერა მუდმივად მზად უნდა გქონდეთ, რადგან სასტუმროს სპილოები ხშირად აკითხავენ. უფრო მეტიც, ისინი სასტუმროს ჰოლში ისე დასეირნობენ, როგორც საკუთარ სახლში.

Sarova Salt Lick Game Lodge – კენია

მართალია, სასტუმროს არქიტექტურა ნამდვილად უნიკალურია, თუმცა მისგან გადაშლილი ხედები ყველა მოლოდინს აჭარბებს. კომპლექსი წყლის სიახლოვესაა გაშენებული, ამიტომ მის სიახლოვეს უამრავი მოწყურებული ცხოველი თუ ფრინველი გროვდება ხოლმე.

Sarova Salt Lick Game Lodge – ზიმბაბვე

თუკი სპილოები გიყვართ, ეს ადგილი თქვენთვისაა შექმნილი. სასტუმრო ნაციონალური პარკის სიახლოვესაა და სპილოები მის ტერიტორიაზე თავს ისე გრძნობენ, როგორც სახლში.

Lion House – სამხრეთ აფრიკა

ამ სასტუმროში გაჩერება 70 ლომთან ერთად ღამის გატარების ტოლფასია. დიახ, არ მოგესმათ, კომპლექსი ლომებითაა სავსე. ოთახის დაქირავება კი Airbnb-ზე ღამეში 108 დოლარადაა შესაძლებელი.

Kwetsani Camp – ბოტსვანა

სასტუმრო ხეებზე გაშენებული სახლებისგან შედგება. გარემო პირობების გამო ბეჰემოთები და ნიანგები მისი ხშირი სტუმრები არიან. რაც შეეხება – ლომებს, სპილოებს და ლეოპარდებს – ისინი სასტუმროს მშრალი სეზონის დროს აკითხავენ.

Madikwe Game Reserve – სამხრეთ აფრიკა

სასტუმროს ულამაზესი არქიტექტურა ყველა სტუმარს მაშინვე ავიწყდება, როგორც კი ცხოველები გამოჩნდებიან. უჩვეულო სტუმრებს ოთახში შესასვლელად მიპატიჟებაც არ სჭირდებათ, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ.

Giraffe Manor – კენია

სასტუმრო ჟირაფების სამყოფელს წარმოადგენს. ტურისტებიც მათ სამფლობელოში იჭრებიან, ამიტომ ოთახში ჟირაფი უჩვეულო მოვლენა ნამდვილად არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები