LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრიკაში ტრაგედია მოხდა: ცხენოსანმა პოლიციამ ხალხი გაჭყლიტა (ფოტო)

132

ტრაგედია აფრიკის ჩემპიონთა ლიგის მატჩზე: ცხენოსანმა პოლიციამ ხუთი გულშემატკივარი დაფლითა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის ამ ქვეყანაში.

ტრაგედიით დასრულდა „პრიმეირას“ (ანგოლა) და „მაზემბეს“ (დემოკრატიული კონგო) მატჩი. შეხვედრა ანგოლის დედაქალაქ ლუანდეში „11 ნოემბრის“ სტადიონზე შედგა და 0:0 დასრულდა.

მატჩის დასრულებისას ერთ-ერთ გასასვლელთან ჭყლეტა მოხდა, რაც დაკეტილმა კარმა გამოიწვია. მისი გახსნის შემდეგ ბრბო პირდაპირ საცხენოსნო პოლიციას მიასკდა.

შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, კიდევ შვიდმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ანგოლის სპორტის სამინისტრომ ტრაგედიაში დაღუპულები დაადანაშაულა საკუთარ უსაფრთხოებაზე არასაკმარისი ზომების მიღებისთვის.

გასულ წელს ჩემპიონატის მატჩის წინ უიგეში 17 ქომაგი დაიღუპა, 60-მა ტრავმა მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები