LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აფხაზეთიდან დევნილი ყველა სოხუმელი როგორ არის?“ – თინა კოკაია

140
mthrchld-news

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად აფხაზეთიდან ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. 300 000-ზე მეტ მოქალაქეს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა. დევნილი ოჯახების ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა, ნაწილი კი საქართველოში ცხოვრობს, თუმცა დღემდე აქვთ დევნილის სტატუსი და სახელმწიფო „შემწეობა“. უფრო კონკრეტულად კი 45 ლარიანი ფულადი დახმარება. ამ სტატუსით სარგებლობს სოხუმელი თინა კოკაია, რომელიც „ფორტუნასთან“ დევნილობის პირველ დღეებს იხსენებს.

„დედა ადრე დამეღუპა, მამა აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე იბრძოდა და დრანდასთან ბრძოლოს დროს მოკლეს. მამიდამ თბილისში წამიყვანა და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. სოხუმი კარგად მახსოვს, ყველა მეზობელი, კლასელი და მეგობარი. რამდენჯერმე ვცადე მათთან დაკავშირება, მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე. დღემდე ვეძებ როგორც აფხაზ, ასევე ქართველ მეგობრებს, ამიტომ როცა ვიგებ ვინმე სოხუმელიაო, ვცდილობ გავიგო ვინ არის, სად ცხოვრობდა და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად, „ვითომ სოხუმელი“ აღმოჩნდება ან ოჩამჩირის რაიონიდან, ან გალიდან, ან სხვა რაიონიდან. აფხაზეთიდან დევნილი ყველა სოხუმელი როგორ არის?! თავიდან ვკამათობდი ამ თემაზე და ვბრაზდებოდი. ახლა უკვე მიჩვეული ვარ და ხუმრობით ვამბობ ხოლმე „ჩვენ ყველა სოხუმელები ვართ“, – ამბობს თინა.

მან „ფორტუნასთან“ ინტერვიუში გაიხსენა ერთი საინტერესო შემთხვევა. მისი თქმით, გურილიფშთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში მის ოჯახს ჰქონდა საზაფხულო სახლი. თინა იხსენებს, მეზობლად მცხოვრები კურდღელიების ოჯახს, რომლებსაც ეკონომიურად ძალიან უჭირდათ. თინამ თბილისში ამ ოჯახთან შეხვედრა გაიხსენა.

„ახალი გადმოსულები ვიყავით აფხაზეთიდან. მაშინ დევნილების ფულადი დახმარება ბანკებში კი არა, სადღაც შენობებში, ფანჯრებიდან არიგებდნენ. მე და მამიდა ვიყავით. ძალიან ბევრი ხალხი იყო. სიაში ჩავეწერეთ და რიგში დავდექით. ვიღაცა ქალი ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა, იხსენებდა თავის ცხოვრებას და ყვებოდა სოხუმში რა ქონებაც დაატოვებინეს. მე და მამიდა ვუსმენდით და ის ქალი ზუსტად აღწერდა ჩვენს სახლს, რომელიც სოხუმში არმიანსკაიას ქუჩაზე გვქონდა. მისამართსაც ამბობდა და სოფელში ჩველი საზაფხულო სახლიც აღწერა. ჩვენ ახლოს მივედით და მე და მამიდას შეგვრცხვა, შეგვრცვა იმ ქალის გამო, რადგან ყვებოდა სიცრუეს. ჩემს სახლზე ყვებოდა და მისტიროდა ჩემს ქონებას, რომელიც მე დავტოვე სოხუმში“, – გვიამბო თინამ.

მისი თქმით, მშობლიური სახლი სოხუმში დამწვარია. ვიღაცის გადმოცემით იცის, რომ იმ ადგილას რაღაც სურსათის მაღაზია ააშენეს. წუხს იმის გამო, რომ არიან ადამიანები, ვისაც „ეუხერხულება“ თქვას გალელი, ან ოჩამჩირელი ან კიდევ სხვა ქალაქიდან ვარო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები