LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი რეანიმაციაში რჩება

50607258_347216706007478_4466979284505853952_n

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ დროისთვის დიდ დიღომში გუშინ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ექვსი ბავშვიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც “ფორტუნას” იაშვილის კლინიკაში უთხრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილურია. მას ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.

მათივე ინფორმაციით, 5 მცირეწლოვნის მდგომარეობა დამაკმაყოფილი იყო და ისინი კლინიკიდან გაწერეს.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი, მათგან 6 მცირეწლოვანი.

პოპულალურები