LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქების ადგილას გადაღებულ ცნობილ ფოტოზე ბავშვი არა მამას, არამედ ექიმს უჭირავს

oleg-kviciani

გიორგი ჟამერაშვილის მიერ დიდ დიღომში აფეთქებისას გადაღებულმა ფოტომ სოციალური ქსელები მოიარა. ფოტოზე გამოსახულია ორი მამაკაცი, ერთ მათგანს აფეთქებისას დაზარალებული პატარა გოგონა უჭირავს ხელში და მას გულისცემას უსინჯავს. თავდაპირველად აღნიშნავდნენ, რომ პატარა მამას ეჭირა, მაგრამ ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფოტოზე გამოსახულია ექიმი ოლეგ კვიციანი.

როგორც svanetinews წერს, თვითმხილველის მონაყოლის მიხედვით, ექიმმა კვიციანმა დაშავებული პატარა მამას ხელიდან გამოსტაცა და ჩაუტარა პირველადი სამედიცინო დახმარება და აუმუშავა გაჩერებული გული. შეგახსენებთ, რომ ფოტოზე გამოსახული გოგონა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში მკურნალობს. დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სჯერა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები