LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – ბოლო ინფორმაცია ბეირუთიდან

236
ბეირუთი 2 (1)

აფეთქება ლიბანის დედაქალაქში და 25 დაღუპული – ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ამ დროისთვის დაღუპულია 25 პირი, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

სიენენი“ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე, ჰამად ჰასანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. აფეთქების ადგილთან ახლოს მდებარეობს ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საად ჰარირის სახლიც.

„ბიბისის“ ცნობით, აფეთქება ლიბანის ყოფილის პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შესახებ სასამართლო ვერდიქტის გამოტანას უკავშირდება.

სასამართლო ვერდიქტს ოთხ ეჭვმიტანილს გამოუტანს, რომელსაც რაფიკ ჰარირის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება ედებათ ბრალად.

ოთხივე ეჭვმიტანილი ჰეზბოლას დაჯგუფების წევრია. ბრალს არც ერთი მათგანი არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები