LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას ტოვებს

232
75429711-2594548777279723-2623993527708680192-o

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ადასტურებს. ნათია თურნავას განცხადებით, მის შემცლელს ის დღის მეორე ნახევარში წარადგენს.

„აეროპორტების გაერთიანების ყოფილმა ხელომძღვანელმა ბატონმა გიორგი ჩოგოვაძემ ძალიან კარგი სამუშაო გაწია და ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებთ მას ამისთვის. მას ახალი გამოწვევა აქვს ახლა და ახალი სფერო ჩაბარდება. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, თვითონ მოგახსენებთ, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო უბანზე გადადის. ჩვენ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ახალი ხელმძღვანელი წარვადგინოთ და ამასთან დაკავშირებით ჩვენ განცხადებას დღის მეორე ნახევარში გავაკეთებთ. ასევე ძალიან ძლიერი პროფესიონალია მისი შემცვლელი და ერთი თვისება აქვს კიდევ, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიტყვი. მე გპირდებით, რომ წლევანდელი წელი აეროპორტების გაერთიანებისთვის ახალი ენერგიის წელი იქნება, ახალი პროექტების წელი, ახალი ტემპის წელი და გაუმჯობესებული ხარისხი ჩვენი მოსახლეობისა და ტურისტების მომსახურების თვალსაზრისით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, გიორგი ჩოგოვაძე “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორად 2018 წლის 26 დეკემბერს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები