LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aero Georgia – საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იქმნება

384
75412276-122434259190630-7115062519273619456-o

საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ი, რომელიც ბაზარზე ახლახან გამოჩნდა, ავიაკომპანიის დაფუძნებასაც გეგმავს. როგორც avianews.ge იუწყება, ავიაკომპანიის შექმნისთვის საჭირო კაპიტალის მოზიდვაზე Aero Georgia Group- მოლაპარაკებებს ევროპელ ინვესტორთან უკვე აწარმოებს.

„ერთ-ერთი პროექტი, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ ეს არის ახალი ავიაკომპანიის შექმნა. შესაძლო ინვესტორთან უკვე ინტენსიურ მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებთ. ავიაკომპანია იქნება სამგზავრო, თუმცა ბიზნესმოდელზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს იქნება Full Service-ს მქონე ავიაკომპანია, low-cost airline, შერეული თუ ჩარტერებზე ორიენტირებული, ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია.  ავიაკომპანიას დიდი ალბათობით Aero Georgia ერქმევა“, – აცხადებს Aero Georgia Group-ის დირექტორი იგორ აფციაური.

შეგახსენებთ, საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები