LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატს, რომელსაც ცრუ დასმენის საქმეზე ედავებოდნენ 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა

187
nairaotiashvili-2019-10-03-6QqLyT52fKPZ3

ცრუ დასმენის საქმეზე დაკავებულ ადვოკატს ნაირა ოტიაშვილსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს, დედა-შვილს სვეტლანა ბეკერსა და მანია ავდალოვას სასამართლომ 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ისინი საპატიმრო დაწესებულებას თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.

ნაირა ოტიაშვილს, რომელსაც სასამართლოზე 15 ადვოკატი იცავდა ბრალი 2 ოქტომბერს წარუდგინეს.

„ეს არის სრული მარაზმი” – რას ედავებიან ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს

დედა-შვილსა და მათ ადვოკატს ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებოდათ.

ოტიაშვილის ადვოკატების თქმით, ოჯახური ძალადობის საქმეში, რომელთან დაკავშირებითაც მას ცრუ დასმენას ედავებიან, ნაირა ოტიაშვილი ირიბი მოწმეა, შესაბამისად მის ბრალეულობაზე საუბარი არის აბსურდული. სახელმწიფო ბრალდება კი საპირისპიროს ამტკიცებს.

ოტიაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი  ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ადვოკატების უკანონოდ დაკავების ტენდენცია კვლავ გრძელდება. უფლებადამცველი პროტესტის ქუჩაში გადატანაზეც საუბრობს და აქციების გამართვას აანონსებს.

“ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და ეს ბრძოლა იქნება როგორც აქ სასამართლოში ასე  ვთქვათ სამართლებრივი, ასევე იქნება ეს ბრძოლა გარეთ, გარეთ ვგულისხმობ, რომ შესაძლებელია აქციები და სხვადასხვა კანონით გათვალისწინებული მოქმედებები. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება და აღნიშნულს გავასაჩივრებთ,” – აცხადებს ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე.

ნაირა ოტიაშვილი პოლიციამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის უფლებადამცველია. უცნობია უკავშირდება თუ არა მისი დაკავება ამ საქმეს. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ გამოძიება ოტიაშვილს ცრუ დასმენას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები