LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადრე ვამბობდი, გაიყვანეთ ჰაერზე, ახლა გეუბნებით, მხოლოდ 20 წუთი – „ ინგა მამუჩიშვილი COVID19-ის პრევენციაზე ბავშვებში

48849
inga-mamuchishvilinewsssss

„ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახალ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის დროს, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ:

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ უდიდესი გამოწვევის წინაშე დავდექით და ყველა ერთად ვებრძვით COVID19-ს, ანუ ორგანიზმმა დაიწყო სერიოზული ბრძოლა. ეს გახლავთ ვირუსის მეშვიდე  შტამი, რომელიც აღმოჩნდა ძალიან სერიოზული და რომელმაც უკვე მოიცვა მთელი მსოფლიო. ერთადერთი დადებითი, რაც აქვს ამ დაავადებას, ეს არის ის, რომ თითქოს ნაკლებად ერჩის ბავშვებს, მაგრამ ეს მხოლოდ ჰოპოთეზის დონეზე. არ არსებობს მტკიცებულება, ჩვენ გვაქვს მხოლოდ შედეგები და ჯერჯერობით ეს გვაკმაყოფილებს. ახალი კორონავირუსის მოსაჭიდი რეცეფტორი ბავშვებს აქვთ მცირე რაოდენობით და ესეც იმ ჰიპოთეზის ნაწილია, რატომ არ ემართებათ ბავშვებს ისე ხშირად, როგორ მოზრდილებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის სტატისტიკა, რომ ბავშვებსაც ემართებათ კორონავირუსის ინფექცია, მაგრამ ბავშვები მას იტანენ უფრო მსუბუქად, როგორც გრიპს და მას ნაკლები გართულებები აქვს. ლეტალობა 0-დან 9 წლამდე არ გვაქს. ბაშვებში ვირუსი მარტივად მიმდინარეობს, ხშირად ის უსიმპტომოა, მაგრამ სამაგიეროდ, პატარები ხშირად გადამდებები ხდებიან სხვებისთვის.

აქვე ძალიან დიდი თხოვნა მაქვს მოსახლეობასთან, ჩვენ ადრე მოვუწოდებდით, რომ ვასეირნოთ ბავშვები, გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ ახლა ვამბობ, მხოლოდ 20-25 წუთის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ და თუ ისიც, გვაქვს ისეთი ადგილი, სადაც არაა ადამიანების თავყრილობა. განსაკუთრებით თუ ჩვვენ ჰიგიენის წესებს ვერ დავიცავთ, მაგალითად ბავშვებს ყოველ 20 წუთში დავბანოთ ან დავუმუშავოთ ხელები, მით უფრო, რომ არაა რეკომენდებული სპირტიანი ხსნარებით ხელების ხშირი დამუშავება. უნდა გავიყვანოთ ბავშვები ისეთ რეკრიაციულ ზონებში, სადაც ნაკლები ხალხი მოძრაობს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივუახლოვდეთ ბავშვს 2 მეტრზე ახლო მაძილზე. მოგეხსენებათ, ინფექცია აირ-წვეთოვანია და ახალი მონაცემებით ის 8 საათის განმავლობაში შეიძლება გაჩერდეს ჰაერში. ამიტომ თავდაცვის მიზნით, შევეცადოთ ბავშვები გავიყვანოთ გარეთ, მაქსიმალური დისტანცირებით.  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებზე ამ ჩაკეტილობამ და „დარჩი სახლშის“ პრინციპმა არ მოახდინოს მენტალური ცვლილებები. უნდა ვეცადოთ, მეტი დრო გავატაროთ მათთან, წავუკითხოთ წიგნები, მოვეფეროთ.

როგორ „ჯანმოს“ დირექტორმა განაცხადა, ინფექციის პირველი შემთხვევიდან 100 ათას ნიშნულამდე პაციენტების რაოდენობა 67 დღეში ავიდა, შემდეგ მორიგი 100 ათასი, 11 დღეში დაფიქსირდა, ბოლო 4 დღის განმავლობაში კი, 300 ათასს მიაღწია. ეს ძალიან ვერაგი ინფექიაა და განსხვავდება სხვა ინფექციებისგან იმით, რომ ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. მოგეხსენებათ, რა სიტუაციაა დღეს იტალიაში. იგივე ლომბარდიის რეგიონში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 20 თებერვალს, მაშინ იქ გრიპის ეპიდემია იყო და დიფერენცირება ვერ მოხდა ანუ პაციენტი ხვდება ჩვეულებრივ განყოფილებაში, სადაც სხვა პაციენტებს მკურნალობდნენ და საავადმყოფოები იქცა ეპიდემიის კერად. თუმცა კორონავირუსის შემთხვევები თურმე 20 თებერვლამდეც ფიქსირდებოდა. გარდა ამისა, იტალიის მოსახლეობას შორის  ბევრი ხანდაზმულია, ამიტომ თანმხლები დაავადებების გართულებები მათში აისახა. იტალიელების 21 პროცენტი  მწეველია, ასევე გასათვალისწინებელია, მათი ადგილობრივი ჩვეულებები, მისალმება გადაკოცნით. მიუხედავად იმისა, რომ ჩიეთთან  პირველმა სწორედ იტალიამ შეაჩერა ფრენები, სამაგიეროდ ტრანზიტული რეისები წახალისდა, მოსახლეობა გადიოდა, გადმოდიოდა, არამორჩილად იქცეოდა და სწორედ ასე გავრცელდა ინფექცია სწრაფად. ამიტომ მკაცრი პოლიტიკის გატარება აუცილებელია, ასე დაიწყო ჩინეთმა და ამიტომ დაიწყო შემთხვევების სწრაფი კლება. ჩვენც უდნა ვეცადოთ, ჩვენი სოლიდარობით, კულტურით, ერის და ბერით ერთობით, კანონმორჩილებით, ანტიკრიზისული კონცეფციების შექმნითა და ეპიდემიის მენეჯმენტის სწორი მართვით, დავამარცხოთ ვირუსი. ტესტი, ტესტი და ტესტი, აუცილებელია ტესტირების დროული დაწყებაა. ყველა პნევმონიის, ჰიპერთერმიის შემთხვევაში საჭიროა პაციენტების ტესტირება. რაც ეხება ბავშვებს, მათთან უმჯობესია ჯერ გამოირიცხოს გრიპის ვირუსი, ხოლო პნევმონიის დროს, აქაც საჭიროა ტესტირება კორონავირუსზე.

 

ვრცლად პოდკასტს მოუსმინეთ აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები