LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Admixer – ქართული სარეკლამო ბაზარი საერთაშორისო ციფრულ ეკოსისტემას უერთდება

112
admixer ge with background

2020 წლის ოქტომბრიდან ქართულ ინტერნეტ-სარეკლამო ბაზარს უნიკალური შესაძლებლობა ემატება,  რომელიც ციფრული მედია ბაზრის მონაწილეებს გააერთიანებს და მათ ინტერაქტიული რეკლამის შეძენის, გამართვისა და შექმნის პროცესს შეუწყობს ხელს.

საქართველოში Admixer-ის მიზანია, გაამარტივოს საქმიანი მიდგომა და ურთიერთობები ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის, გააცნოს ინვენტარის მონეტიზების ახალი შესაძლებლობები და ეფექტიანი სარეკლამო კამპანიების საწარმოებლად დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერით  უზრუნველყოს.

Admixer-ი საქართველოში ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის საქმიან მიდგომებს გაამარტივებს, რადგან სწორედ Admixer-ი უზრუნველჰყოფს ეფექტიანი სარეკლამო კამპანიებისთვის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას“, – აცხადებს Admixer Advertising-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ ბრეუსი.

მისივე განმარტებით, Admixer-ი არსებული საბაზრო ურთიერთობების ეფექტურად წარმართვას შეუწყობს ხელს: „Admixer-ი თავის პარტნიორებს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ, წარმატებით შეინარჩუნონ და კიდევ უფრო ეფექტურად მართონ არსებული საბაზრო ურთიერთობები. გარდა ამისა, შექმნან საკუთარი პროდუქტი, ფეხი აუწყონ მსოფლიო ტექნოლოგიურ ტენდენციებს და ამ პროცესების პარალელურად განვითარდნენ.“, – აცხადებს ალექსანდრ ბრეუსი.

Admixer Advertising Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის დიმიტრი ტიკარაძის განმარტებით, Admixer-ი ვირტუალურ სამყაროში ახალი სიტყვაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებისა და პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს:

„მიმდინარე წელს კომპანია ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ბაზრის ქართველ მოთამაშეებს დაეხმარება, შექმნან ძლიერი ადგილობრივი პროგრამატიკული პროდუქტები. ამასთანავე, ამუშავდება ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი გახდება ლოკალური ინვენტარისა და მონაცემების შეძენა-გაყიდვა. აგრეთვე, აღნიშნული ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამატიკ-ეკოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც გააჩენს“, – აღნიშნავს დიმიტრი ტიკარაძე.

საიტები, ფაბლიშერები, მედიაჰოლდინგები, ონლაინ კინოთეატრები, აპლიკაციები, სეილს-ჰაუსები, სარეკლამო ქსელები, მონაცემთა მომწოდებლები, სარეკლამო სააგენტოები და რეკლამების დამკვეთები – ეს ის ჩამონათვალია, რომელთა პროდუქტიულ თანამშრომლობას Admixer-ის ეკოსისტემა მოიცავს (ან ითვალისწინებს).

სისტემა, აგრეთვე, მოიცავს იმ მედიასაც, რომელიც, ხშირად, არაციფრულად მიიჩნევა. მაგალითად: ტელევიზია, OTT, რადიო, DOOH, indoor და სატრანსპორტო საშუალებები.

დიმიტრი ტიკარაძის განმარტებით, Admixer-ის გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია, უზრუნველყოს ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაცია, რათა ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ. შესაბამისად, Admixer-ი ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებსა და პრაქტიკას დანერგავს.

ცნობისთვის, Admixer-ი ისეთი პროდუქტების წარმომადგენელი და პარტნიორია, როგორებიცაა: Google Marketing Platform, Viber, InMobi, Tinder, Opera და მრავალი სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები