LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადექით და საყვარელ მუსიკაზე იმოძრავეთ: ცეკვა დაბერებას ხელს უშლის

116

წლების მატებასთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემებიც მწვავდება. იზრდება სხვადასხვა დაავადების გაჩენის შანსიც. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი ალცჰაიმერის დაავადებაა (სიბერესთან დაკავშირებული ჭკუასუსტობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის მასშტაბებიც საზოგადოების დიდ შეშფოთებას იწვევს).

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მოხუცებს, რომლებიც ფიზიკურად უფრო აქტიურები არიან, ტვინის დაბერების ნიშნები გვიან ეწყებათ. აქტივობებს შორის კი ყველაზე ეფექტური ცეკვა აღმოჩნდა.

“კვლევაში ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ორი განსხვავებული ტიპის ფიზიკური დატვირთვა (ცეკვა და ჩვეულებრივი ვარჯიში) ამცირებს ტვინის დაბერებას. თუმცა, ცეკვის შემთხვევაში, შესამჩნევი ქცევითი ცვლილებებიც გვაქვს”, – განაცხადა გერმანიაში ჩატარებული კვლევის ხელმძღვანელმა კატრინ რენფილდმა.

მისივე დაკვირვებით, ფიზიკური აქტივობის დროს დადებითი შედეგის მიღწევისთვის მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

რენფლიდი, კვლევის შედეგად ასეთ რჩევას გასცემს: ადექით და თქვენს საყვარელ რითმებზე იმოძრავეთ:

“მე მჯერა, რომ ყველას სურს დამოუკიდებელი და ჯანმრთელი ცხოვრება, იმ დროის განმავლობაში, რამდენი ხანიც ეს შესაძლებელია.

ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რაც ასაკტან დაკავშირებულ რისკებს ამცირებს.

ვფიქრობ, რომ ცეკვა ძლიერი იარაღია, იმისთვის რომ სხეულსა და გონებას ახალი გამოწვევები დავაძლევინოთ, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები