LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს

72

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს, – ამის შესახებ ცნობილი ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიასა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის, იეშიმ ელჰან-კაიალარის დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

ქობულიას შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური და სასარგებლო იყო, საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. ეკონომიკის მინისტრის თქმით, აზიის განვითარების ბანკს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 3 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია, დღესდღეობით კი 1,5 მილიარდიანი პორტფელი აქვს.

„ეს, პრაქტიკულად, ჩვენი ეროვნული პროდუქტის 10%-ს შეადგენს. ბანკი აპირებს ამ პორტფელის გაფართოებას – კერძოდ, ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში ADB-ის პორტფელის გაფართოების საკითხზე, ასევე საპენსიო რეფორმისა და PPP-ს კანონის დანერგვა-მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა ქობულიამ,

გიორგი ქობულიასა და იეშიმ ელჰან-კაიალარის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში საშუალო და მცირე ბიზნესების მხარდაჭერის კუთხით მუშაობის გააქტიურებაც. „ბანკი რეგიონებში განახორციელებს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რათა ისინი ერთმანეთს დააკავშიროს – მაგალითად, სასტუმროები და პროდუქტების მწარმოებლები, რათა მათ ითანამშრომლონ. ბანკი ასევე დააფინანსებს მათ ბიზნესებს, რომ შეძლონ პროდუქციის შექმნა, თუ სასტუმროს აშენება“- განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები