LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანს ყოველთვის ახსოვს პირველი კოცნა, პირველი სიყვარული, პირველი სიხარული, რადგან იცის, რომ მსგავსი გრძნობა აღარასდროს ექნება” – ქეით ბლანშეტის გამონათქვამები

12712
kateblnshtnewss

ელიზაბეტ პირველი, ლეგენდარული კეტრინ ჰეპბერი და თავად ბობ დილანი – ქეით ბლანშეტის ანგარიშზე მართლაც არაჩვეულებრივი როლებია, რომელთაც ყოველთვის იშვიათი პასუხისმგებლობით ეკიდება და არასდროს გაურბის რთული პერსონაჟების განსახიერებას.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

ხშირად ადამიანის ღიმილი, მუდმივი კეთილგანწყობა, უბრალოდ გარშემომყოფების შიშია.

ასაკი განვლილი ცხოვრებით განისაზღვრება და არა წლებით.

თუ დამარცხებას გეგმავ, ეცადე ღირსეულად დამარცხდე.

შეძლებელია ყველაფრის მიღწევა, რადგან აუცილებლად გამოჩნდება ის მიუღწეველი, რომელიც ყველა მოპოვებულს გააუფასურებს.

მუდმივად გარშემო ყურებას, გარემოს პირობებს აყოლას, ჯობია თვითონ წაუყენო გარემოს საკუთარი პირობები.

ვნანობ საკუთარ შეცდომებს, თუმცა ის შეცდომები უფრო მენანება, რომლებიც არ ჩავიდინე.

ადამიანს ყოველთვის ახსოვს პირველი კოცნა, პირველი სიყვარული, პირველი სიხარული, რადგან იცის, რომ მსგავსი გრძნობა აღარასდროს ექნება.

წარმატებას არა გამოცდილება, არამედ სწორად შერჩეული დრო და ადგილი განსაზღვრავს.

ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ ყველა ოპტიმიზმი იმედგაცრუებით სრულდება.

ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც სკანდალში გახვეულსაც არ შეგაქცევს ზურგს.

ყველაზე საშინელი მსახიობისთვის – საკუთარ პერსონაჟის შეყვარებაა