LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანის უკეთ გაცნობა თუ გინდა, არა თანასწორებთან, არამედ  ქვეშევრდომებთან დააკვირდი მის ურთიერთობას“- ჯოან როულინგის ცნობილი გამონათქვამები

2270
ჯოან როულინგი

პირველი მოთხრობა ჯოან როულინგმა 4 წლის ასაკში დაწერა დისთვის, ,,ჰარი პოტერზე” შექმნილმა ისტორიებმა კი, რომელთაც ნამდვილი აღიარება მოუტანეს ავტორს, არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მათი მშობლებსაც აიძულეს საოცრების დაჯერება.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჯოან როულინგის ცნობილ ფრაზებს:

რეალობას ფოტოშოპით ვერასდროს შეალამაზებ!

რა საჭიროა ზღაპრებში ინტიმურ ურთიერთობაზე წერა, ვის ესიამოვნება სექსი მარტორქების ფონზე.

ადამიანს სხვის შეცდომის პატიება უფრო შეუძლია, ვიდრე მისი სიმართლის.

წარსული ძალიან მძიმე ტვირთია მუდმივად თან სატარებლად, ამიტომ უმჯობესია საერთოდ დაივიწყო, თუნდაც მომავლის იმედით.

ადამიანის ნამდვილ ბუნებას მისი არჩევანი უფრო განსაზღვრავს, ვიდრე შესაძლებლობები.

სიმართლე – მშვენიერი, თუმცა ძალიან სახიფათო რამაა, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილით სჭირდება თქმა.

რა თქმა უნდა, გამბედაობა სჭირდება მტერთან ბრძოლას, თუმცა ბევრად დიდი გამბედაობაა საჭირო მეგობრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

მნიშვნელოვანია არა ის, რად დაიბადე, არამედ ის, რადაც გაიზარდე.

ადამიანი მაშინ კვდება, როცა უკანასკნელი მოგონება მოკვდება მასზე.

ახალგაზრდა ვერასდროს გაიგებს, რას გრძნობს მოხუცი, მაგრამ მოხუცმა არასდროს არ უნდა დაივიწყოს, რას ნიშნავს ახალგაზრდობა.

სიბნელის ყურებისას და სიკვდილზე ფიქრისას, ადამიანს მხოლოდ გაურკვევლობის ეშინია.

ადამიანის უკეთ გაცნობა თუ გინდა, არა თანასწორებთან, არამედ  ქვეშევრდომებთან დააკვირდი მის ურთიერთობას.

სავსე კუჭი – კარგი განწყობის გარანტიაა, ცარიელი კი, მხოლოდ მოწყენილობის და გაღიზიანების.

ცნობისმოყვარეობა დანაშაული არაა, მაგრამ ზოგჯერ მისი მოთოკვაც საჭიროა.

კითხვა თუ არ გიყვარს, ე. ი. საჭირო წიგნის პოვნა ვერ შეძელი.