LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის უფლებათა ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალს დებს

77
likaaaa

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს “ადამიანის უფლებათა ცენტრი”  უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება ცენტრში გაკეთდა, სადაც აღნიშნულია, რომ საქმე, რომელიც  ეხება არასრულწლოვნების პორნოგრაფიასა და მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ უწყების მხრიდან გასაჯაროებულ ინფორმაციას, არასწორი მიმართულებაა და უწყების მხრიდან შეიცავს დანაშაულის ფაქტებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული საქმის დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინიტროს ბრალდებულები დამნაშავედ არ უნდა გამოეცხადებინა.

 

არასამთვრობო ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს მიმდინარე გამოძიებაში და როგორც “ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრიში”  განმარტავენ, ისინი ითხოვენ სამართლებლივ პროცესებში მონაწილეობას.

“ფაქტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შემზარავია, თუმცა აღნიშნული საჭიროებს სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას. მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს მიდგომა, რომ წინასწარ საზოგადოებას წარუდგენს ამ პირებს როგორც დამნაშავეებს, არის არასწორი და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ადამიანის უფლებათა ცენტრი არ იცნობს დეტალურად ამ საქმეებს, თუმცა რა თქმა უნდა, გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ჩავერთოთ ამ საქმეებში დეტალურად, თუ მოგვეცემა ამის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში მივადევნებთ თვალს აღნიშნულ საქმეებს დიდი ინტერესით, თუ რით დასრულდება”, – აცხადებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ალექსანდრე მერებაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე 19 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.

ბავშვთა პორნოგრაფია – დაკავებულია არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი

აღნიშნულ საქმეზე სულ 22 პირია დაკავებული. საქმეზე გამოძიება შესაბამისი მუხლით გრძელდება. დაკავებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოპულალურები