LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ადამიანი უნდა ზრუნავდეს სხვებზე, ეს პირველ რიგში მას ეხმარება განვითარდეს და გახდეს უკეთესი” – შალვა ამონაშვილი ცხოვრების აზრის შესახებ

808
shalva-amonashvilicxovrebis-azri

ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი ონლაინ ლექციაში საუბრობს თემაზე – ,,რა არის ცხობრების აზრი”.

,,მართლაც, რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი? დავით გურამიშვილს უწერია ძალიან კარგად: “ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო.”

უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ და რა გვსურს. ლევ ტოლსტოი ამბობს, ყველა ადამიანის სული ალმასია და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, გადაიქცევა თუ არა ეს ალმასი ბრილიანტადო. ესე იგი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაალამაზებს ადამიანია თავის სულს, როგორ გარდაქმნის.
იესოც ამბობს სახარებაში: ,,იყავით სრულყოფილი, როგორიც თქვენი ზეციური მამა.”

მე დიდხანს ვფიქრობდი, რას ნიშნავს სრულყოფილება, რა აკლია ჩემს სულს ისეთი, რაც მას არ აძლევს საშუალებას იყოს სრულყოფილი? ეს არის უპირობო სიყვარული და მიმღებლობა ადამიანების მიმართ. არ არსებობს ცუდი ადამიანი, უბრალოდ ყველას თავისი ხასიათი აქვს და თავის გზაზე ისე მიდის, როგორც შეუძლია. ცხოვრების გზაზე ზოგს ბევრი ეშლება, ზოგს ცოტა. ადამიანების უპირობო სიყვარულისთვის საჭიროა მოთმინება. ეს ძნელია, მაგრამ აზრი ზუსტად იმაშია, რომ სირთულეები ვეძიოთ. ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს სრულყოფილების მიღწევაში, ამას მარტო ვერავინ მიაღწევს. ადამიანი უნდა ზრუნავდეს სხვებზე, უნდა ზრუნავდეს ყველაზე, ვიზეც შეძლებს და ეს პირველ რიგში მას ეხმარება განვითარდეს და გახდეს უკეთესი, ვიდრე იყო.

ხანდახან მშობლები შვილებზე ამბობენ – ის არის ჩემი ცხოვრების აზრი. შვილი ცხოვრების აზრი არ არის, ის დამოუკიდებელი პიროვნებაა. შვილის გაჩენა ერთ-ერთი ცხოვრებისეული მიზანია, მიზანია მისი აღზრდა, განათლების მიცემა, მაგრამ თავად შვილი არ არის აზრი, ის მიზანია.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები