LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი 30 წლამდე ზრდასრული არ არის – მეცნიერული კვლევის შედეგები

846
_106081938_gettyimages-919536292

მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ადამიანი ზრდასრულად მას შემდეგ მიიჩნევა, რაც მას 18 წელი შეუსრულდება. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს ახალი მეცნიერული კვლევა, რომლის შესახებ BBC წერს.

ის მეცნიერები, რომლებიც იკვლევენ ადამიანის ტვინს და ნერვულ სისტემას ამბობენ , რომ ადამიანები არ ხდებიან სრულყოფილად „ზრდასრულები“, სანამ 30 წლის ასაკს არ მიაღწევენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 18 წლის ადამიანი ჯერ კიდევ განიცდის ცვლილებებს ტვინში, რომელიც სავარაუდოდ გავლენას იქონიებს მის ქცევაზე.

მართალია ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები საოცრად იცვლებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ მათი დამოკიდებულებაც რადიკალურად განსხვავებული ხდება. თუმცა, მეცნიერების აზრით, სინამდვილეში ასაკი, რომელშიც თქვენ ზრდასრულები ხდებით, ინდივიდუალურია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები