LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებს, ვინც ყოველდღე უსმენს მუსიკას, დეპრესია ნაკლებად აწუხებთ

705
shutterstock-521956912

მუსიკის ყოველდღიურად მოსმენა ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს.

ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური, მუსიკა კი მის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ასეთ დასკვნამდე ბრიტანეთის საუნდ-თერაპიის აკადემიის მკვლევარები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 7500 ადამიანზე ჩაატარეს კვლევა.

დადგინდა, რომ მუსიკის ყოველდღიურად მოსმენა აუმჯობესებს ადამიანის საერთო მდგომარეობას, ეხმარება მას იყოს უფრო ჯანსაღი და მოტივირებული.

მუსიკისათვის დღე-ღამეში 78 წუთის დათმობა საკმარისია საიმისოდ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

მკვლევართა რეკომენდაციით, დღე-ღამეში მინიმუმ 16 წუთი უნდა დაეთმოს მშვიდ მუსიკას, 14 წუთი გამამხნევებელ, ხოლო 15 წუთი მოტივაციის ასამაღლებელ კომპოზიციებს. მოწყენილობასთან საბრძოლველად შეგიძლიათ მინიმუმ 16 წუთი უსმინოთ თქვენს საყვარელ ნებისმიერი ჟანრის ნაწარმოებს, ხოლო იმ მუსიკას, რომელიც სიბრაზის დაძლევაში დაგეხმარებათ, მინიმუმ 17 წუთი უნდა დაეთმოს.

კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღე უსმენდა მუსიკას განწყობის მიხედვით, ნაკლებად აწუხებდა დეპრესია და მისგან გამოწვეული შფოთვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები