LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანებს ვერ გამოვკეტავთ, არ არსებობს ინფექცია, რომელსაც ვერ დავამარცხებთ” – ალექსანდრე გოგინავა

110
untitled-design-1

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი აცხადებს, რომ ნებისმიერი ვირუსის და მათ შორის COVID 19-ის დამარცხება შესაძლებელია. ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, ადამიანებს მუდმივად შინ ვერ გამოვკეტავთ, რადგან ამას თან ახლავს სხვა მინუსებიც, როგორიცაა ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები. მისი თქმით, ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელება შემცირებულია, ამიტომ შესაძლებელია შეზღუდვების მოხსნა. ამის შესახებ გოგელიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“არ არსებობს ინფექცია, რომლის დამარცხება ადამიანებს არ შეგვიძლია. უბრალოდ, მთავარია, ვიყოთ ერთად და ერთად ვებრძოლოთ კორონავირუსსა და ნებისმიერ სხვა ინფექციას. სხვაგვარად ეს არ გამოგვივა. ერთიანობა დაგვამარცხებინებს ყველანაირ პრობლემას. ადამიანებს მუდმივად სახლებში გამოკეტილებს ვერ დავტოვებთ. გარდა ამისა, ამას თან ახლავს თავისი მინუსები, ეკონომიკური, სოციალური კუთხით. მოგეხსენებათ, ახლა ეპიდემიოლოგიურად კარგი სიტუაციაა და ვირუსის გავრცელება ძალიანაა შემცირებული. ამიტომ, ამ ეტაპზე, შეზღუვების მოხსნა მისაღებია. თუმცა ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება. ის უნარ-ჩვევები, რაც შევიძინეთ – დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, პირბადის ტარება, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები